
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, მკვეთრად შემცირდა შავი ზღვის მარილიანობა. ამის შესახებ უკრაინის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი იუწყება.
ტესტების შედეგების მიხედვით, ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა. ეკოლოგის, ევგენი სიმონოვის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაშხლის განადგურების გამო, ზღვაში მტკნარი წყალი შევიდა.
„დნეპრის წლიური ნაკადი, დაახლოებით, 55 კუბური კილომეტრია და აქ კი უეცრად პლუს 10 კვირაში” - თქვა მან.
მანამდე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის გამტკნარება საფრთხეს უქმნის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების აყვავებას, რომლებიც თრგუნავენ წყალსაცავის ბუნებრივ ფლორას. ასევე, კაშხლის განადგურების გამო, კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შეიძლება შევიდეს ზღვაში.
ექსპერტებმა წყალში რკინის ცხრაჯერ ჭარბი რაოდენობა დააფიქსირეს.
ოდესის სანაპიროზე ნაგავი, მცენარეები და ჭუჭყი გროვდება, წყალში მკვდარ ცხოველებს პოულობენ.
0
0