
თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა რუსული ნახშირის იმპორტი მას შემდეგგ გაზარდეს, რაც ევროკავშირმა მასზე სანქციები დააწესა.
რუსული ნახშირი, მისი იმპორტის აკრძალვის შემდეგ, თურქეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ასევე აფრიკის ქვეყნებში გადააქვთ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.
რუსეთი ჩამოთვლილ ქვეყნებში,10 აგვისტოდან, სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ანალოგიური ხარისხის ნახშირთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდის.
ანკარამ სექტემბერში, რუსულ 1 ტონა ქვანახშირში 199 დოლარი გადაიხადა. ეს თითქმის 23%-ით დაბალი ფასია, ვიდრე კოლუმბიიდან შესული ანალოგიური საწვავისა.
სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან რეკორდული მოცულობის თხევადი აირი და ქვანახშირი იყიდა.
ბერძნული კომპანია Eastern Mediterranean Maritime-ის კუთვნილმა გემმა - Stavros-მა ნახშირი ევროკავშირის სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსული პორტიდან აგვისტოს ბოლოს გაიტანა.
0
0