-share.jpg)
„ქრონიკა“ 7-8 მარტის აქციის მონაწილეების მიმოწერას ასაჯაროებს, რომელშიც ასახულია, თუ რა გეგმებს აწყობდნენ ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, მიმოწერაში ფიგურირებს ლაზარე გრიგორიადისიც, რომელიც დაკავებულია აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვის ბრალდებით.
„ქრონიკის“ ცნობით, ჯგუფის წევრები, რომლებიც ანონიმური სახელებით აქტიურობდნენ, საუბრობდნენ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაზე, იმაზე, თუ როგორი სამოსით უნდა მისულიყვნენ აქციაზე და ასე შემდეგ.
„ჩაიცვით სპორტული შავი ტანსაცმელი. სპორტული ტანსაცმელი კომფორტულია ხანგრძლივი აქციის დროს. შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება. სახის დასაფარად ბენდენა და მსგავსი აქსესუარები გამოგადგებათ. სახლში დაბრუნებისას ფერად ტანსაცმელში გადაცმა ამოცნობისგან უკეთ დაგიცავთ“, - წერია ერთ-ერთ „სქრინში", რომელსაც „ქრონიკა“ ავრცელებს.
0
0