-share.jpg)
ამერიკული კომპანია Amazon 18 ათასზე მეტ თანამშრომელს ამცირებს, რაც რვა ათასით მეტია დაგეგმილზე. ეს არის ყველაზე დიდი ერთჯერადი სამსახურიდან გათავისუფლება კომპანიის ისტორიაში.
კომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკაში გაურკვევლობის ფონზე და ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თანამშრომლების დაქირავებასთან დაკავშირებით მიიღეს. Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯესიმ განაცხადა, რომ შემცირება, პირველ რიგში, შეეხება გაყიდვების და პერსონალის დაქირავების განყოფილებებს. მან პირობა დადო, რომ ყველა დათხოვნილი მიიღებს ანაზღაურებას და დახმარებას სამუშაოს პოვნაში.
ამაზონმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი თანამშრომლების რაოდენობა COVID-19 პანდემიის ფონზე, როდესაც ონლაინ ვაჭრობა გაიზარდა. 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Amazon-ში დასაქმებული იყო მილიონნახევარი ადამიანი, რომელთა უმეტესობა დასაქმებული იყო კომპანიის საწყობებში.
2022 წელს Amazon-ის ზრდა იყო ყველაზე ნელი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
0
0