
იაპონელი ფოტოგრაფი კიშინ შინოიამა, რომელმაც იოკო ონოსა და ჯონ ლენონის ერთ-ერთი ბოლო ერთობლივი სურათი გადაიღო, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1980 წელს შინოიამამ წყვილთან ერთად 5 დღე გაატარა. შინოიამას მიერ გადაღებული ფოტო მომღერალმა მუსიკალური ალბომის, Double Fantasy-ის გარეკნისთვის გამოიყენა. ეს იყო ლენონის ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც მის გარდაცვალებამდე 1 თვით ადრეა გადაღებული.
"კადრისთვის მე შევთავაზე წყვილს, რომ ერთმანეთისთვის ეკოცნათ. ვფიქრობ, ეს იყო მათი ყველაზე ბედნიერი მომენტი. გამიმართლა, რომ იქ ვიყავი და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, რომ ეს მომენტი გადავიღე," - განაცხადა მოგვიანებით შინოიამამ.
2012 წლიდან, შინოიამას ნამუშევრების პერსონალურმა გამოფენამ 1 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა. შინოიამამ პოპულარობა ცნობილი ადამიანების სურათების გადაღებით მოიპოვა. მათ შორის, ერთ-ერთია რომანისტი იუკიო მიშიმა, რომლის ფოტოც თავის მოკვლამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.
„დრო კვდება, ფოტოგრაფია კი ამ ,,მომაკვდავი“ მომენტების სამუდამოდ ამსახველი საშუალებაა“, - თქვა შინოიამამ 2014 წელს იაპონელ ესეისტ, რირიკო ამკასუსთან, ინტერვიუში.
0
0