
ზვიგენის მუმიფიცირებულ ფიტულს, რომელმაც ჰურგადაში 23 წლის რუსი ტურისტი შეჭამა, ევიპტეში მუზეუმში გამოფენენ.
DailyMail-ის ინფორმაციით, ეგვიპტის საზღვაო მეცნიერებებისა და წითელი ზღვის ნაკრძალების ინსტიტუტმა ზვიგენის მუმიფიცირება უკვე დაიწყო და ის ინსტიტუცის მუზეუმში გამოიფინება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, წითელ ზღვაში, ეგვიპტის ქალაქ ჰურგადას პლაჟიდან დაახლოებით 35 მეტრში, ზვიგენი ახალგაზრდა მამაკაცს დაესხა თავს. დასახმარებლად მისულ მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაგლეჯილი დახვდათ.
ტრაგიკული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ეგვიპტის გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელი ზვიგენი დაიჭირეს და ლაბორატორიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტები შეეცდებიან მისი არატიპური ქცევის - ადამიანზე თავდასხმის და შეჭმის - მიზეზების დადგენას.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით,75 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი დახურულ ზონად გამოცხადდა.
ამასთან, ეგვიპტის ხელისუფლება უარს ამბობს ზვიგენის მიერ შეჭმული 23 წლის რუსი მამაკაცის ცხედრის ახლობლებისთვის გადაცემაზე, იუწყება Turprom. გამოცემის ცნობით, სასამართლო ექსპერტებმა გარდაცვლილის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ შეძლეს, რადგან მისი ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული. ექსპერტიზის დასრულებამდე ნეშტს ოჯახს არ გადასცემენ და ამას შეიძლება კვირები დასჭირდეს.
0
0