
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ადგილზე შეკრებილებს მიმართა.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მათი სურვილია საქართველოს აშენება ქართველებთან ერთად, ხოლო ივანიშვილის სურვილია საქართველო ქართველების გარეშე.
„მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ გაიგოს რომ ქართველი ხალხი არ დანებდება, რომ ქართველი ხალხი უკრაინის მხარეს არის, რომ ქართველი ხალხი არ არის ბოროტების მხარეს, რომ არ არის პუტინის მსახური და ქართველი ხალხი აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე.
ჩვენ გვინდა ავაშენოთ საქართველო ქართველებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველო ქართველების გარეშე, ჩვენ გვინდა ჩვენს შვილებს ნორმალური განათლება ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მარტო კალაძის, ღარიბაშვილის და თავის შვილს ჰქონდეს ნათელი მომავალი.
ჩვენ გვინდა ჩვენს პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ მის კრიმინალურ დაჯგუფებას, მათი ოჯახის წევრებს ჰქონდეთ მილიარდები. ჩვენ გვინდა რომ ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეს ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის რომ საკუთარი ოჯახები გამოკვებონ.
ჩვენ გვინდა რომ იცხოვრონ ადამიანებმა და არა იარსებონ, ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ რაც შეიძლება ნაკლები ქართველი იყოს ამ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ემიგრანტები, დედები, მამები, დები, ძმები დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ახალგაზრდებს ფეისბუკი და ტვიტერი უნდა, ივანიშვილი გვაჩეჩებს ოდნოკლასნიკებს, არადა ახალგაზრდებმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთეს ფეისბუკსა და ოდნოკლასნიკებს შორის“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0
0