
"გირჩი" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, რომან გოცირიძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება არ უკვირს. მისივე თქმით, ის უფრო უკვირს, გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება აქამდე რატომ არ მიიღო.
"აქამდე რატომ დააგვიანდა ბატონ რომანს, ეს უფრო მიკვირს, ვიდრე ის, რომ საბოლოო ჯამში გადადგა ეს ნაბიჯი. მე არ მგონია, რომ ეს არჩევნების გამო ხდება ან ნაცმოძრაობაში ბოლოს რაც ხდება. ეს არჩევნებიც სიმპტომია იმ ძირითადი პრობლემის, რომლის გამოც ბატონი რომანი წამოვიდა და რომლის გამოც, ზოგადად ეს პარლამენტი, მათ შორის არ გამოვიდა ისეთი ეფექტური როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ რაოდენობის ოპოზიციონერების ხელში, რა რაოდენობითაც, ხალხმა მანდატი მისცა ოპოზიციას პარლამენტში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, რომან გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.
0
0